თავში

ოზურგეთის მერიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

ოზურგეთის მერიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს
ოზურგეთის მერიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვუს ოზურგეთის მერიის თანამშრომელს მალხაზ გორგოშიძეს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაუდასტურეს. 

„ვადასტურებთ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების უფროსი მ. გ. და ინდმეწარმე, კერძო ექსპერტი, დ.რ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის მიცემის წაქეზებისთვის და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის მიცემისათვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,370-ე მუხლის პირველი ნაწილით და 370-ე მუხლის პირველი ნაწილით“ – აცხადებენ ანტიკორუფციულ სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system