თავში

პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს ბრალი წარუდგინეს

პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს ბრალი წარუდგინეს
პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს ბრალი წარუდგინეს

შმაგი მუთოშვილს, რომელიც პანკისში გუშინ დააკავეს, რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარუდგინეს. თელავის სასამართლო აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს. 

მუთოშვილს ბრალად ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარება ედება. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პანკისში მიმდინარე გვარების დაპირისპირება 2019 წელს დაიწყო. 37 წლის ვისო მუთოშვილი დუისელებმა მოკლეს. საპასუხოდ კი, გავრცელებული ინფორმაცით, მისმა ძმამ ქავთარაშვილების სახლი დაცხრილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system