თავში

პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს პატიმრობა შეუფარდეს

პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს პატიმრობა შეუფარდეს
პანკისში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს პატიმრობა შეუფარდეს

პანკისის ხეობაში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

დაცვის მხარე დაკავებულის მიმართ ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დაკავებულის ადვოკატი ბაადურ გულიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

დაკავებულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა სოფელ ჯოყოლაში. მუთოშვილის გათავისუფლებას თანასოფლელები და ოჯახის წევრები ითხოვენ. 

მომდევნო სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system