თავში

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი, რომელიც 4 საათის დაგვიანებით დაიწყო 17:00 საათამდე გადაიდო. სხდომას მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი უძღვება, რომელმაც დაცვის მხარის მოთხოვნა, სხდომის გადადების შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

დაკავებულების ადვოკატი, გიორგი ონიანი აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო საქმის მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების წარმოსადგენად, შესაბისად, უფლებადამცველმა, სხდომის ხვალამდე გადადება მოითხოვა. მოსამართლემ კი ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად დრო 17:00 საათამდე მისცა. 

დღევანდელ პროცესზე გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმე განიხილება.

პროცესზე დასწრების მსურველთა სიმრავლის გამო, მოსამართლეს დარბაზის შეცვლა დასჭირდა. პროცესი 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში დაგვიანებით მოიყვანეს, რის გამოც სხდომა მხოლოდ 14:00 საათზე დაიწყო. 

სამართალდამცველებმა, გუშინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის წევრებისგან გათავისუფლების პროცესში 37 პირი დააკავეს. გამოძიება მათ ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system