თავში

პარლამენტთან აქციაზე ორი პირი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე ორი პირი დააკავეს
პარლამენტთან აქციაზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო.

აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

პარლამენტის წინ აქციაზე მოქალაქეები არჩევნების შედეგებსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 32 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system