თავში

პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ბრალს აღიარებენ

პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ბრალს აღიარებენ
პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ბრალს აღიარებენ

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ლევან ქარდავა ბრალს არ ეთანხმება. ქარდავა დღევანდელ სხდომას არ ესწრება, მისი პოზიცია სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გააჟღერა. ბრალდებულების დავით ქოქიაშვილის და ილია გამგებელის ადვოკატების განცხადებით კი, ისინი უდავოდ ცნობენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და თავს სრულად დამნაშავედ მიიჩნევენ.

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

ბრალდებულებს, გამოძიება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას განზრახ, უკანონოდ დაკავებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელი  ხელმძღვანელის წინააღმდეგ დანაშაულის ინსცენირება და სხვა უკანონო ქმედებები დაიგეგმა, რის გამოც  და ის გაასამართლეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქოქიაშვილს, გამგებელსა და ქარდავას 9-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system