თავში

სააპელაციო სასამართლომ თაღლითობითვის გასამართლებული 2 პატიმარი გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ თაღლითობითვის გასამართლებული 2 პატიმარი გაამართლა
სააპელაციო სასამართლომ თაღლითობითვის გასამართლებული 2 პატიმარი გაამართლა

გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გასამართლებული გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო უწყება აქვეყნებს. განცხადებაში, რომელსაც გენერალური პროკურატურა აქვეყნებს ნათქვამია, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

„2012 წლის 19 მარტის განაჩენით მოქალაქე გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე ცნობილ იქნენ დამნაშავედ მიწის ნაკვეთების თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმადაც 2004 წელს, სასამართლოში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვისას, მათ სასამართლოს თითქოსდა დაუმალეს იურიდიული ფაქტი, რომ მიწა საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში ირიცხებოდა, ამ გზით გია ჭანჭალეიშვილი დაეუფლა თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 450 კვ.მ., ხოლო რომან ჩხაიძე 114 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს.

სინამდვილეში, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ მსჯავრდებულების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საქართველოს რკინიგზის საკუთრებასა და გასხვისების ზოლში არ ყოფილა და შესაბამისად სასამართლოს შეცდომაში შეყვანას მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული მსჯავრდებულთა გამამართლებელი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით ორივე მსჯავრდებული სრულად გაამართლა,“-ნათქვამია განცხადებაში.


განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 69 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 18 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 66 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system