თავში

არასრულწლოვნის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვნის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვინაიდან დაზარალებული არასრულწლოვანია, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. 

არასრულწლოვანი 15 ოქტომბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system