თავში

პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებთ - ზურაბაშვილის ადვოკატი

პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას

ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას, - ამის შესახებ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ, რომ საქმის მტკიცებულებები არსებითი განხილვისთვის სასამართლოს არ გადაეცეს და საქმე შეწყდეს. 

"ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას, ასევე მოვითხოვთ, რომ მტკიცებულებები არ გადაეცეს არსებითი  განხილვისათვის სასამართლოს და შეწყდეს საქმე. ჩვენ ვთვლით, რომ საქმე უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ", - განაცხადა ჭოჭუამ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ზურაბაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ, ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system