თავში

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური გლდანის N18 ციხის დირექტორის წინააღმდეგ, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებეს ეხმაურება. 

უწყების ცნობით, კობაიძის მიერ პენიტენციური სამსახურის მიმართ გამოთქმული ბრლდება მორიგი სიცრუეა. 

"2020 წლის 8 ოქტომბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მის დედას N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია სამსახურის დატოვებას აიძულებს. "დღეს დედაჩემს დაურეკა N18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ",- წერს კობაიძე. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ალექსანდრე კობაიძის დედას, თ.მ.-ს არავინ აიძულებს სამსახურიდან წასვლას. მას მხოლოდ იმ სამუშაოს შესრულება შეეთავაზა, რასაც მისი პოზიცია ითვალისწინებს და რაზეც მან განაცხადა უარი. კერძოდ, თ.მ. 2017 წლის 10 ივლისიდან დღემდე უკავია N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობა. მის ფუნქციებში შედის ელექტროგაყვანილობის, ელექტრომოწყობილობების, სავენტილაციო ძრავების, ასევე საკნებში/პალატებში ელექტრომოწყობილობების, გარე განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის აღმოფხვრა, ასევე, შედუღება, ინვენტარის შეკეთება, საკანალიზაციო სისტემის გამართული მუშაობა და ა.შ. თუმცა დღემდე იგი ასრულებდა კანცელარიის თანამშრომლის ფუნქციებს და არა იმ მოვალეობებს, რასაც მის მიერ დაკავებული პოზიცია ითვალისწინებდა და რა სამუშაოს შესრულებაზეც დანიშვნის დროს მას ხელი აქვს მოწერილი. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებსაც პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვთ (დაწესებულებების კანცელარიის, ბუღალტერიის თანამშრომლები და ა.შ.), დაწესებულებების პერიმეტრის გარეთ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ სამუშაო სივრცეში ასრულებენ სამუშაოს და დადიან მორიგეობით. სამსახურში მყოფი თანამშრომლები ასრულებენ იმათ უფლება-მოვალეობებს, ვინც იმ მომენტისთვის სამსახურში არ იმყოფება. 

ამ პრინციპიდან გამომდინარე და იმ მიზეზით, რომ თ.მ.-ს არ აქვს კომპიუტერის საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები (მუშაობდა მხოლოდ მატერიალური სახით დოკუმენტებთან), შესაბამისად, ვერ შეასრულებდა სამუშაოს დისტანციურად, იგი მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან სამსახურში არ გამოცხადებულა. ამჟამად კი, ვინაიდან N18 პენიტენციურ დაწესებულებაში დგას ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის საჭიროება, ქალბატონ თ.-ს შეეთავაზა მისი პოზიციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, რაზეც მან განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ამ საქმის შესრულება არ შეუძლია. ამასთან, მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. ამიტომ მასზე ზეწოლა და მისი სამსახურიდან წასვლის იძულება არის სრული სიცრუე და ადვოკატ კობაიძის მიერ პენიტენციური სამსახურის მიმართ გამოთქმული მორიგი ცრუ ბრალდება" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system