თავში

პენიტენციურ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

პენიტენციურ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
პენიტენციურ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნიკა ცხვარაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის პოსტზე კი, გიორგი გიორგაძე დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციურ სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რაც უწყებას უფრო ეფექტურს და ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე ორიენტირებულს გახდის.

იუსტიციის მინისტრმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელა. 

უწყების მთავარი პრიორიტეტი სისტემის ეფექტური მართვა, თანამშრომელთა პირობების გაუმჯობესება და რეფორმების განხორციელებაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system