თავში

"პიჯაკების საქმის" სასამართლო სხდომა დასრულდა

"პიჯაკების საქმის" სასამართლო სხდომა დასრულდა
პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომა დასრულდა

ბიუჯეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი დასრულდა.

სხდომას მთავარი ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც არ არ ესწრებოდა, რადგან სასამართლომ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრება შეიცავდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკებს და, ასევე, რისკებს არეულობის პროვოცირებასთან დაკავშირებით.

სწორედ მოსამართლის აღნიშნული პოზიცია გახდა იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მისი პროცესიდან აცილება ითხოვეს.

"ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონია მოლოდინი, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი მიუკერძოებელი მოსამართლე დაგვხვდებოდა აქ და პრინციპულობით გამორჩეული და წინააღმდეგობას გაუწევდა სახელმწიფოს მახინჯ სისტემას, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა, ამის ილუზია არ გვქონია, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში წარმართულმა მოვლენებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ამ მოტივით აცილების არდაყენება ჩვენი მხრიდან იქნებოდა არასწორი,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.

საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ იყო შეთავაზებული ბრალდებულის დასწრების ორი ალტერნატივა:

„როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახურის მიერ არ წარმოდგენილა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. ბრალდების მხარის მიერ შეთავაზებული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ორივე ალტერნატივა - ადგილზე მისვლით მომხდარიყო სასამართლო სხდომის ჩატარება ან ბრალდებული წარმოდგენილი ყოფილიყო სასმართლო დარბაზში დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამ პოზიციაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა გაჟღერებული დასაბუთებულ არგუმენტირებული პოზიცია და ნაცვლად შინაარსობრივი საკითხებისა, ისინი მთელი 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ აქცენტები გადაეტანათ არამნიშვნელოვან საკითხებზე. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ ნაცვლად სასამართლო სხდომის ჩატარებისა, მათ დაუსაბუთებელი არგუმენტებით ფაქტობრივად უარი განაცხადეს პროცესის ჩატარებაზე, როდესაც ამის შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებდა“, - განაცხადა გიორგი მუჯირმა.

საქმეზე მორიგი სხდომა 2 დეკემბერს გაიმართებაცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system