თავში

პირბადის ტარების საქმე შსს-მ სააპელაციოშიც წააგო

პირბადის ტარების საქმე შსს-მ სააპელაციოშიც წააგო
პირბადის ტარების საქმე შსს-მ სააპელაციოშიც წააგო

მოქალაქემ, რომლის წინააღმდეგაც შსს-მ "პირბადის ტარების" საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა, დავა ამჯერადაც მოიგო. საქმე ეხება საჩხერის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ღია სივრცეში, პირბადის გამოუყენებლობისთვის დაწერილი ჯარიმა გააუქმა. 

"კორონა ვირუსისგან მცველი აირწინაღის (პირბადის) საქმე სააპელაციო სასამართლოშიც მოგებულია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შსს-ის საჩივარი და საჩხერის რაიონული სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

ლაშა კაპანაძე 2-0 შსს. აბა თქვენ იცით საკასაციო საჩივრის წერა არ დაგეზაროთ", - წერს ლაშა კაპანაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის გამოწერილი ჯარიმა უკანონოდ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system