თავში

პოლიციამ, გლდანში 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

პოლიციამ, გლდანში 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
პოლიციამ, გლდანში 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, 27 თებერვალს, მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, უწყების ცნობით დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 თებერვალს, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ა.შ.-მ დანის გამოყენებით ორ პირს - 1993 წელს დაბადებულ ო.ი.-სა და 1982 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system