თავში

პოლიციამ "ვივამედის“ თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა

პოლიციამ "ვივამედის“ თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ ვივამედის“ თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ცხელ კვალზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

შსს-ის ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებული შ.ბ.-ს კი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა „ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს - 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული შ.ბ.-ის მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ყოფილი პატიმარია, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში ხშირად ხვდებოდა, რადგან საკანში ლითონის საგნებს ყლაპავდა.

რაც შეეხება კლინიკის დაჭრილ თანამშრომელს, 24 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მან დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა და რთული ოპერაცია გადაიტანა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system