თავში

პოლიციაში ბანკზე თავდამსმხელის დაკითხვა მიმდინარეობს

პოლიციაში ბანკზე თავდამსმხელის დაკითხვა მიმდინარეობს
პოლიციაში ბანკზე თავდამსმხელის დაკითხვა მიმდინარეობს

ძველი თბილისის პოლიციაში საათზე მეტია საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსმხელის დაკითხვა მიმდინარეობს. 

განყოფილებაში მივიდა ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატი. დაკავებული ამ წუთებში გამოძიების კითხვებს პასუხობს.

"ჯერ არ მინახავს, ახლა დამიკავშირდნენ ოჯახის წევრები და არ მქონია გასაუბრება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. არ ვარ საქმის კურსში, არ ვიცნობ საქმის მასალებს და როდესაც გავეცნობი, დეტალურად შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას. დაწყებულია გამოკითხვა, არ დასრულებულა. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რა იყო მოტივი,"- აცხადებს ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

ცნობისთვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

სამართალდამცველებმა ბანკზე თავდამსხმელი თითქმის 2-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და გაათავისუფლეს მძევლები. დაკავებული 28 წლის ნიკა წურწუმიაა, რომელიც ზუგდიდიდან თბილისში 6 თვის წინ გადავიდა საცხოვრებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system