თავში

პოლიციელმა მოქალაქეს სცემა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პოლიციელმა მოქალაქეს სცემა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პოლიციელმა მოქალაქეს სცემა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სამართალდამცველის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

,,სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system