თავში

პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს, რადგან ბრალდებულმა მოტივის გარეშე ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული და ის წარსულშიც ნასამართლევია ყაჩაღობისთვის. 

საქმეზე წინა სასამართლო პროცესი 26 აგვიტოს დაიწყება.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი დაესხა თავს , ერთ-ერთმა მათგანმა გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტურისტის დაჭრის მიზეზი საყურე გახდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system