თავში

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება
პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სამართალდამცავ უწყებებს დავალებას აძლევს. მისი თქმით, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული, რათა დამნაშაევეებში დანაშაულის დაუსჯელობის განცდა არ გაჩნდეს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენს სამართალდამცავ სისტემას დღეს აქვს ისევ ნომერ პირველი ამოცანა, რათა ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პიროვნება სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ის ძირითადი მოვალეობა, რაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შესარულოს. ეს არის პირველ რიგში აუცილებელი იმისთვის, რომ შემდგომში დამნაშავეებში არ გაჩნდეს დანაშაულის დაუსჯელობის აღქმა" - განაცხადა გახარიამ.

შეგახსემენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system