თავში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გამოკითხვაზე მივიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გამოკითხვაზე მივიდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გამოკითხვაზე მივიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი მთავარ პროკურატურაში მივიდა.
ანგი ხუციშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და განცხადა, რომ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

,,გამატარეთ თუ შეიძლება, არ ვაკეთებ კომენტარს. ვუპასუხებ მხოლოდ გამოძიებას,"- თქვა რეპლიკის სახით ანგი ხუციშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ხმაურიან საქმეზე უკვე გამოიკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system