თავში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, - ამის შესახებ Report.ge-ის ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს,12:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურამ უკვე გამოკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია. გაბუნიას მტკიცებით, შესაწყალებელთა სიაზე თვეების განმავლობაში, სწორედ ანგი ხუციშვილი მუშაობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system