თავში

პროექტი "ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მედიაციას შესთავაზებს

პროექტი "ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მედიაციას შესთავაზებს
პროექტი ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მედიაციას შესთავაზებს

თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატებმა ოთხდღიანი ტრენინგი გაიარეს. სწავლების თემა „წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში“ იყო.

პროექტი „მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობას. მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც, მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

კანონი მედიაციის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 27 სექტემბერს მიიღო.

ორგანიზაცია „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 მოქალაქეს უწევს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო იურიდიულ დახმარებას. პროექტი მოქალაქეებს 2020 წლიდან დავების მედიაციის მეშვეობით გადაწყვეტასაც შესთავაზებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system