თავში

პროკურორი: ბრალდების მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას მხარს დაუჭერს

პროკურორი: ბრალდების მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას მხარს დაუჭერს
პროკურორი: ბრალდების მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას მხარს დაუჭერს

ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმის პროკურორ ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ბრალდების მხარე მხარს დაუჭერს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს:

,,ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს და სასამართლომ დღეს შეიძლება განიხილოს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი, ასევე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, ბრალდების მხარე მხარს დაუჭერს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს,"- აცხადებს საქმის პროკურორი.

რაც შეეხება 11 სწრულწლოვანის პროცესს, მათი წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართა. ყველა მათგანი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

28 ივლისს კი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. მათი სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს შედგება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system