თავში

პროკურატურამ გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა", - აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს. 

მას ბრალდება ედება განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. 

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system