თავში

მიხეილ კალანდიას ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

მიხეილ კალანდიას ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
მიხეილ კალანდიას ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა. 

როგორც კალანდიას უფლებადამცველმა report.ge-ს უთხრა, საჩივარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყებას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა აღნიშნული დოკუმენტები არ გადასცა, რითაც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია.

„მოსამართლე შავლიაშვილმა არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ვალდებული იყო ჩემთვის გადმოეცა 2020 წლის 28 იანვარს მიღებული განაჩენი გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ და ამავე სასამართლო სხდომის ოქმები. ეს დასჯადია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას", - განუცხადა report.ge-ს ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 28 იანვარს გამოაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. შედეგად, გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან პატიმრობიდან, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება.

ცნობისთვის, მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს კი, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული. 

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system