თავში

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე დ.ქ.-ს, ხოლო "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის - გ.ლ.-ს, ი.კ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის იანვრიდან, დ.ქ. საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, საქართველოში დროებით მცხოვრებ ვ.მ.-ს, პირადი შეხვედრებისას და სატელეფონო და სოციალური ქსელებით კომუნიკაციისას, ქურდული გარჩევის გზით, დაშინებით, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურების მუქარით, ფულადი თანხის გადახდას სთხოვდა. ასევე, დ.ქ. დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერებს - გ.ლ.-ს, ი.კ.-ს და რ.მ.-ს, რომლებიც სხვადასხვა უკანონო მეთოდით ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ვ.მ., რათა დ.ქ.-სთვის თანხა გადაეხადა.

სამართალდამცავებმა დ.ქ., გ.ლ. და ი.კ. 2021 წლის 13 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა („ქურდული სამყაროს“ წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო გ.ლ.-ს და ი.კ.-ს 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

რაც შეეხება რ.მ.-ს, ვინაიდან, მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system