თავში

პროკურატურა გიგი უგულავასთვის 5000-ლარიან გირაოს მოითხოვს

პროკურატურა გიგი უგულავასთვის 5000-ლარიან გირაოს მოითხოვს
პროკურატურა გიგი უგულავასთვის 5000-ლარიან გირაოს მოითხოვს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის განცხადებით, უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ამის შესახებ ქობულაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე განუცხადა. 

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ. 

ინციდენტის მონაწილე გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულად სცნეს. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system