თავში

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების ფაქტზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ report.ge-ს უწყებიდა აცნობეს. 

"საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით" - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს. მისი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომა ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მოთხოვნით დაიხურა.

ბასილაშვილის ახლობლებისა და ადვოკატის ინფორმაციით, სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system