თავში

პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად გმობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს.

მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება არ ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან ამგვარი ქმედება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას, არღვევს დაზარალებულთა უფლებებს და ამავე დროს, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის და შინაარსის მასალის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან.

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და დაკავების მიზნით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system