თავში

პროკურატურამ 80 წლის კაცის მკვლელობისთვის 24 წლის გოგოს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ 80 წლის კაცის მკვლელობისთვის 24 წლის გოგოს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ 80 წლის კაცის მკვლელობისთვის 24 წლის გოგოს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 24 წლის გოგოს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, რუსთავში, დ.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი ფიზიკური კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მეზობელს, ა.პ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა. 

მიღებული დაზიანების შედეგად, ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დ.ჯ. -ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system