თავში

პროკურატურამ ბერდია ხაბულიანს ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ბერდია ხაბულიანს ძალადობისა და მუქარის ფაქტზე
პროკურატურამ ბერდია ხაბულიანს ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბერდია ხაბულიანის ბრალი წარედგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"საქართველოს პროკურატურამ ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 ივლისს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბ.ხ-მ ქ.თბილისში, მუხიანში, ბ.კ.-ს კუთვნილ სასურსათო მარკეტში ბ.კ.-ს მეუღლეს თ.ბ.-ს ალკოჰოლური სასმელი ნისიად მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი, ბ.ხ.-მ მარკეტის მეპატრონეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მაღაზია დატოვა, რის შემდეგაც იგი თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნულ მარკეტში ორჯერ მიბრუნდა, ცოლ-ქმარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა და მაღაზიის განადგურებით და გადაწვით დაემუქრა. 

საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ხ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ვინაიდან ბ.ხ. არის ნასამართლევი ქურდობის 6 ეპიზოდისთვის და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ბერდია ხაბულიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლილე ლიპარტელიანის დის შვილია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის განცხადებით, მის ნათესავს ბერდია ხაბულიანს, მუხიანში მაღაზიის მეპატრონეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო დაკავებულის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ეს არის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბერდია ხაბულიანი 2020 წლის 30 ივლისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system