თავში

პროკურატურაში დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოიკითხება

5 თანამშრომელი გამოიკითხება
პროკურატურაში დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოიკითხება

ე.წ. შეწყალების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარა. ისინი საგამოძიებო უწყებაში დღეს, 11:00 საათზე უნდა მივიდნენ.

პროკურატურაში დაბარებულები არიან: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარაშიძე, დიანა ტაბატაძე - რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი.

საგამოძიებო უწყებას ჩვენება უკვე მისცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ანგი ხუციშვილმა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა. მალევე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ფიგურერებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system