თავში

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები გამოკითხეს

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას ბიუროს პარტნიორები გამოკითხეს
პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები გამოკითხეს

გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები გამოკითხეს. საქმე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალების საქმეს შეეხება.

გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებთან კომენტარი მათ შორის მხოლოდ მიროტაძემ გააკეთა.

მისი თქმით ის პროკურატურაში შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მივიდა, რადგან ამას კანონი ავალდებულებს. გიორგი მიროტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმეში არსებულ არც ერთ პირს არ იცნობს და შეწყალებულთა სიასთანაც კავშირი არ ჰქონია.

„დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორობას კლიენტების მოზიდვის მიმართულებით ვუწევს“,- თქვა მიროტაძემ.

რაც შეეხება გამოკითხულ გიორგი ტალახაძესა და ლაშა ხურცილავას, მათ კომენტარი არ გააკეთეს და ამის მიზეზად გაუთქმელობის ხელწერილი დაასახელეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასულ თვეში მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა. პროკურატურამ, საქმესთან დაკავშირებით, უკვე გამოკითხა რამდენიმე პირი. მათ შორის გიორგი ოთხმეზური, თამაზ ქოიავა, დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

გამოძიება მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system