თავში

პროკურატურაში ინგა გრიგოლიას გამოკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში ინგა გრიგოლიას გამოკითხვა მიმდინარეობს
პროკურატურაში ინგა გრიგოლიას გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან უწყებაში შესვლამდე განაცხადა. გრიგოლიას ინფორმაციით< პროკურატურა ცდილობს გაარკვიოს, თუ საიდან გავრცელდა სუს-ის სავარაუდო საიდუმლო კრებსი. 

"როცა თბილისის პროკურატურიდან დამირეკეს, ვკითხე თუ რა აინტერესებდათ. ჩვენება უნდა მივცე როგორც მივხვდი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ჩემთან "სქრინები", ვუთხარი, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, ეს ფაილები არ მინახავს. ამდენი წელი ჟურნალისტიკაში ვარ, რომ არც ერთი ფაილი და ფარული ჩანაწერი არასდროს ჩემთვის არავის ჩაუგდია. ვუთხარი, რომ "სქრინები" ჩემმა კოლეგამ ანუნა ახალიამ ჩამიგდო, რომელიც აღმოჩნდა, რომ სწორი იყო, რადგან რომ წავიკითხე, ჩემი საუბრები და მიმოწერები მეცნო იქ დასახელებულ პირებთან. 

გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად ვერ დავკარგავდი ამ დასვენების ერთ დღეს აქ მოსასვლელად, მაგრამ მოვედი იმის გამო, რომ მაინტერესებს გავარკვიო, იმას იძიებს დღეს საგამოძიებო ორგანო, მე როგორ გავიგე ამ ფაილების და „სქრინების“ არსებობა, თუ იმას, ვინ განახორციელა ფარული მიყურადება, თვალთვალი და ჩაწერა",- განაცხადა გრიგოლიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system