თავში

პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მივიდნენ

პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მივიდნენ
პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მივიდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში მისვლის მიზეზი საქმის დეტალების გაცნობა და კითხვებზე პასუხის მიღებაა.

"ვეცნობით საქმის დეტალებს და კითხვებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ყოველთვის ვამყარებთ იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ჩვენებებთან დაკავშირებით ველოდებით რა ქმედებებს განახორციელებს გამოძიება”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნა ყველა იმ ადამიანის ხელახლა დაკითხვაა, რომელთა ჩვენებები არის ზოგადი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system