თავში

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს
პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. 

კუპრავამ პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მისი თქმით, ბოტასები პირდაპირ ასოცირდება პროკურატურასთან. 

„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან და მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. არ შეიძლება ერთი ადამიანის თანხმობით დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას”, - განაცხადა კუპრავამ.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კუპრავა და კიდევ ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system