თავში

პროკურატურის განმარტება ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის შესახებ

პროკურატურის განმარტება ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის შესახებ
პროკურატურის განმარტება ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის შესახებ

,,2018 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე", - ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თურქულ მხარეს სრულყოფილად წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 

,,დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, თურქული მედიის ინფორმაციით, თუ საქართველო ,,ლავასოღლის" (მინდია გორაძე) მიღებას კვლავ არ დათანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system