თავში

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია რომ უწყებამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში", ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ. და რ.მ.

აღნიშნული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს.

მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system