თავში

პროკურორი: ბრალდების წარდგენა მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა

პროკურორი: ბრალდების წარდგენა მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა
პროკურორი: ბრალდების წარდგენა მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, 5 პირის მიმართ განზრახ მკვლელობის ბრალდების წარდგენა მხოლოდ მოწმე, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა.

როგორც საქარაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა, არსებობს მტკიცებულების სახით, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტები, ასევე ვიდეოჩანაწერები.

"კიდევ უამრავი მტკიცებულება დაემატა, თუმცა, ადვოკატები რომ შევზღუდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ ეტაპზე შეზღუდულები ვართ, უშუალოდ შინაარსზე ვისაუბროთ.

რა თქმა უნდა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება არ არის. კომპლექსურად სხვადასხვა მტკიცებულებებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მკვლელობის ნაწილში ბრალდება 5 პირისთვის წაგვეყენებინა.

მოწმეების ჩვენებები არ არის მხოლოდ მთავარი მტკიცებულება. არის მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, სხვადასხვა ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, ვიდეოჩანაწერები და ა.შ“,-აცხადებს ყაზარაშვილი.

მისი განმარტებით, საქმეში არსებული მასალების გასაჯაროვება შეზღუდულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system