თავში

პროკურორი: ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს

პროკურორი: ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს
პროკურორი: ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს

დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა ფოტომასალების წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი განმარტებით, ხვალ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

„გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე. ამასთან ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია ელექტრონული ტექნიკა და შესაბამისად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ამასთან არის დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა წყარო და ამავდროულად უარი განგვიცხადა გამოკითხვაზე მოცემულ შემთხვევაში, რისთვისაც ხვალ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლის წინაშე მოხდეს აღნიშნული პირის დაკითხვა. ასევე იგეგმება თავად დავით ფურცხვანიძის ოფისთან მიმართებით რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ოპერატიულად განხორციელდება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.

ბრიფინგის პარალელურად ადვოკატმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მას ეს კადრები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system