თავში

პროკურორი: გვარამიამ ტელეეთერში გასულ ინფორმაციაზე თქვა, რომ ეს იყო ვარაუდები

პროკურორი: გვარამიამ ტელეეთერში გასულ ინფორმაციაზე თქვა, რომ ეს იყო
პროკურორი: გვარამიამ ტელეეთერში გასულ ინფორმაციაზე თქვა, რომ ეს იყო ვარაუდები

"გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა თქმა უნდა, ტელეეთერებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, რომ ნიკა გვარამია ფლობდა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე. მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო დადასტურებული, რომ ეს იყო ვარაუდები", - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიეცა შესაძლებლობა, გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, თუმცა მან ეს არ გააკეთა. 

წყაროების დასახელებაზე განაცხადა უარი. ტელეეთერებში, ალბათ, თქვენც ნახავდით, რომ ნაწილი ამ ეთერების ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა გარკვეულ გარემოებებზე, თუმცა შემდეგ აცხადებდა, რომ ეს იყო ვარაუდები, შესაბამისად, არსებობდა ლეგიტიმური კითხვები ნიკა გვარამიასთან და ამ კითხვებს მან ფაქტობრივად ნაწილს თავი აარიდა და ნაწილს არ უპასუხა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ყაზარაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოები შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე მოკვლევას დაიწყებენ.

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system