თავში

პროკურორი: რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პროკურორი: რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პროკურორი: რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი, დავით გურგენიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს.

მისი განმარტებით, მასში არის ინფორმაცია, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით.

"დათვალიერების მიმდინარეობის დროს ინფორმაციის გამოთხოვას რომ აწარმოებდნენ გამომძიებლები, მასში აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ისევე, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე სატელიტის ფოტოსურათი, რაც წარდგენილი იქნა თავის დროზე მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებაში. შესაბამისად, რა ინფორმაციაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას. საეჭვო რომ არ იყოს ავთენტურობა, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, რომ უშუალოდ სპეციალისტის, ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება.

 მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში ჩვენს მიერ ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს გენერალური პროკურატურა, კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, კონკრეტულად მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე" - გამაცხადა დავით გურგენიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს, რასაც მისივე თქმით შესაძლოა თავისუფლების აღკვეთაც მოჰყვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system