თავში

პროკურორი: წინასწარ განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა

პროკურორი: წინასწარ განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა
პროკურორი: წინასწარ განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა

სასამართლომ შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ სევა შამუიანს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურორ ლაშა გამყრელიძის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ზომა, პატიმრობა. 

პროკურორის განცხადებით, შალვა გოგოლაძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩადენა. 

,,შალვა გოგოლაძემ წინასწარ განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა საკუთარი მეუღლე, იგი ამ მიზნით მივიდა მის საცხოვრებელ მისამართზე. თავდაპირველად, გაიყვანა სახლიდან და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ წინასწარ შეძენილი ბენზინის გამოყენებით სცადა მისი მკვლელობა. გადაასხა ბენზინი, შემდეგ წაუკიდა ცეცხლი', - ამბობს ლაშა გამყრელიძე.

პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, განზრახული მკვლელობის მცდელობის მოტივზე არ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ ინციდენტამდე, ცოლ-ქმარს შორის არსებობდა გარკვეული კონფლიქტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system