თავში

პროკურორი: დავაზუსტებთ, ვინ იყო რამიშვილის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად"

პროკურორი: დავაზუსტებთ, ვინ იყო რამიშვილის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად"
პროკურორი: დავაზუსტებთ, ვინ იყო რამიშვილის კონტაქტებში ჩაწერილი ყარაბაღად

თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიმართ პასუხიმგებლობის საკითხი არ განიხილება. 

მისი განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხებიან მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი.

გუმბერიძის თქმით, გამოძიება ადვოკატებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე საქმეზე არ აფერხებს. ამასთან, თუკი, რომელიმე პირის ბრალეულობა გამოიკვეთება, მის მიმართ აუცილებლად მიიღებენ სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

არ მინდა შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების მიხედვით არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას. იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას," - განაცხადა პროკურორმა.

გუმბერიძის მტკიცებით, რამიშვილის ტელეფონში მნიშნველოვანი მტკიცებულებებია აღმოჩენილი და კითხვები სწორედ ამ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული. 

,,ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. ასევე დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად", რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, არის დავით ფურცხვანიძე. შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტი და რა სახელი დაარქვა მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს, ჩვენი განსახილველი არ არის. დღეის მოცემულობით, ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები", მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება", - განაცხადა გუმბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system