თავში

პროცესი დასრულდა - 11 დაკავებულის მიმართ გადაწყვეტილება ცნობილია

პროცესი დასრულდა - 11 დაკავებულის მიმართ გადაწყვეტილება ცნობილია
პროცესი დასრულდა - 11 დაკავებულის მიმართ გადაწყვეტილება ცნობილია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება. გადაწვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, დღეს სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა. 

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. პროკურატურის შუამდგომლობა კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ეხებოდა.

დღევანდელ პროცესზე, ბრალი ნაწილობრივ მხოლოდ ირაკლი წაქაძემ აღიარა.

17 დაკავებულიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და პროცესი კი 31 ივლისსაა ჩანიშნული.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system