თავში

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

სასამართლო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურა პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რურუას ადვოკატი, პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system