თავში

ყაჩაღობა ჭიათურაში - დაკავებულია 4 პირი

ყაჩაღობა ჭიათურაში - დაკავებულია 4 პირი
ყაჩაღობა ჭიათურაში - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ს., 1964 წელს დაბადებული თ.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1958 წელს დაბადებული ა.ც.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1946
წელს დაბადებული რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი
იარაღის მუქარით რ.მ.-ს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც
შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი - ი.ს. თბილისში დააკავეს.
მოგვიანებით კი პოლიციამ ბრალდებულები - თ.ს., გ.ჯ. და ა.ც. მოსამართლის
განჩინების საფუძველზე დააკავა. 

სამართალდამცველებმა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს სამკაულები
ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,
ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,
რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას
გულისხმობს"
- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system