თავში

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ორი პირი ამხილეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ორი პირი ამხილეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

როგორც report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებაში წარადგინა ყალბი ცნობა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც ერთი-ერთი კომპანიის სახელით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ხსენებული ყალბი ცნობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system