თავში

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, საიდანაც სამს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში და სავაჭრო ქსელში.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ ჯამში გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system