თავში

ყალბი კოვიდპასპორტების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

ყალბი კოვიდპასპორტების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან
ყალბი კოვიდპასპორტების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

ყალბი კოვიდ პასპორტების საქმეზე დაკავებული 4 პირი წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ დანაშაული გაცნობიერებული არ ჰქონდათ. 

პროკურატურა ოთხივე ბრალდებულის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მათ გათავისუფლებას მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ სთხოვდა. ბრალდებულების თქმით, მათ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე მიიღეს.

ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი გუშინ დააკავეს, მოგვიანებით 3 მათგანი გაათავისუფლეს.

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system